აზერბაიჯანში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 35 105 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 515 ადამიანი.
აზერბაიჯანში ვირუსისგან 32 842 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის, ქვეყნის საავადმყოფოებში 1 738 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.