აზერბაიჯანში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. დაიღუპა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 155 ადამიანი.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 37 192 შემთხვევა, მათგან 543 ფატალურად დასრულდა, 34 565 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მკურნალობას 2082 პაციენტი განაგრძობს.