აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 156 შემთხვევა გამოვლინდა, 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 834 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 288 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 325 418 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 926 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 944-ს შეადგენს.