აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 424 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი შვიდით გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 6 611-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყების დღიდან, აზერბაიჯანში კორონავირუსის 332 610 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 321 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 867 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 1 987 084 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 134 398 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 852 686 მოქალაქეს.