აზერბაიჯანში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შედეგად ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 127 განიკურნა.
ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 36 309 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად 2 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ვირუსისგან გარდაიცვალა 531 პირი.