აზერბაიჯანში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 406 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 123 შემთხვევა გამოვლინდა, 406 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 585 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 326 269 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 933 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 372-ს შეადგენს.