აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 122 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 091 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 42 104 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 609 ადამიანი.