აზერბაიჯანში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 2 905 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
6 თებერვლის მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 231 022 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 156 ადამიანი.