აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 113 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 40 კი, განიკურნა.
შესაბამის ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
აზერბაიჯანში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი სულ 3 387 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 40, ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში 1333 ინფიცირებული მკურნალობს.