აზერბაიჯანში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, სამით გაიზარდა.

ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

პირველი ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 092-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 647 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 326 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 936 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 513 085 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 581 890 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 931 195 მოქალაქეს.