აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 783 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 კოვიდინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 783 შემთხვევა გამოვლინდა, 3 680 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 32 კოვიდინფიცირებული.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 12 852 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 467 173 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 423 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 227 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 37 241-ს შეადგენს.