აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 511 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 8 923 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 252 680 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 234 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 445 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 342-ს შეადგენს.