აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 202 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 202 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მომუშავე ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა. ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა 18 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 68 594 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 51 007 პაციენტი განიკურნა, ხოლო 885 გარდაიცვალა.
ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მკურნალობას განაგრძობს 16 702 ადამიანი.