აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 065 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 31-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 42 646-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 461 249 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 412 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 134 კი გარდაიცვალა.