აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 151 შემთხვევა გამოვლინდა, 1 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 7 687 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 287 144 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 251 760 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 944 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 440-ს შეადგენს.