აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 4 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 216 584 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 176 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 575 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 37 781-ს აღწევს.