აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 404 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 18-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 24 334-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 479 814 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 449 047 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 433 კი გარდაიცვალა.