აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 017 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 017 შემთხვევა გამოვლინდა, 1 119 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
9 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 491 147 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 471 980 პაციენტი გამოჯანმრთელდა.