აზერბაიჯანში კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 062 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 15-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 19 471-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 483 128 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 457 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 513 კი გარდაიცვალა.