აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში ​კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი პირველ აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, პირველი თებერვლიდან ზომები გარკვეულწილად შემსუბუქდება. მუშაობას განაახლებენ რესტორნები და კაფეები. 25 თებერვლიდან ფუნქციონირებას დაიწყებენ სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში გამოვლენილია ინფიცირების 226 549 შემთხვევა. მათ შორის, ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 2 983 ადამიანისთვის.