აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ ოპერაციული შტაბი შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, 21 ივნისიდან 5 ივლისამდე აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში გამკაცრებული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. აზერბაიჯანში ხელახლა დაიკეტება სილამაზის სალონები და მუზეუმები. 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გარეთ გადაადგილება არ აეკრძალებათ, თუმცა აბდულაევას განცხადებით, მათ გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ლეილა აბდულაევას თქმით, პარკები და დასასვენებელი ცენტრები ღია იქნება.