აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2022 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივების მიზეზი ქვეყნაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 2 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 524 788 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 995 პაციენტი გარდაიცვალა.