აზერბაიჯანში კარანტინის დროს პოლიცია მოქალაქეების გადაადგილებას ელექტრონული სისტემით გააკონტროლებს
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმის დროს პოლიცია მოქალაქეების გადაადგილებას ელექტრონული სისტემით გააკონტროლებს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორის მოადგილემ, აზიზ ბაგიშევმა განაცხადა.
მისი თქმით, კარანტინის პერიოდში სახლიდან გასვლის დროს მოქალაქე ვალდებული იქნება, ოპერატიულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნოს და განმარტოს, თუ რა მიზნით და სად მიდის. ეს შეტყობინება ელექტრონულ სისტემაში აისახება და პოლიცილები მას პლანშეტებზე ნახავენ.
„როდესაც მოქალაქეს გააჩერებენ, სამართალდამცაველები ამ ინფორმაციას გადაამოწმებენ. მოქალაქეები ვალდებულები არიან, აფთიაქში ან მაღაზიაში გასვლის წინაც კი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ სპეციალურ ნომერზე“, – განაცხადა ბაგიშევმა.
მისივე თქმით, ელექტრონულ სისტემაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დამატებით ინფორმაციას მოქალაქეების უახლოეს ხანში მიიღებენ.