აზერბაიჯანში კარანტინი შემსუბუქდება
აზერბაიჯანში კარანტინი შემსუბუქდება

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიუმა შტაბმა, ქვეყანაში შექმნილი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კარანტინის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, 2020 წლის 8 სექტემბრიდან შესაბამისი წესების დაცვით, დასაშვები იქნება დახურული ტიპის საკვებ ობიექტებში კლინეტების მომსახურება.

ამასთან, უქმდება ბაქოში, სუმგაითისა და აფშერონის რაიონებში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები (გარდა მგზავრთა საქალაქთაშორისო და რეგიონული ტრანსპორტირებისა).

რაც შეეხება აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელს,ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 155-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 37 031 შემთხვევა. აქედან 34 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 543 ინფიცირებული გარდაიცვალა.