აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბელესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბელესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 25 მაისს, საზეიმო ღონისძიება გაიმართა ბაქოს ყველაზე გამორჩეულ და პრესტიჟულ ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული, აზერბაიჯანის დედაქალაქის ყველაზე ღირშესანიშნავი ნაგებობა, თანამედროვე და მოდერნისტული არქიტექტურის ნიმუში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ჰიმნი შეასრულა ცნობილმა აზერბაიჯანელმა მუსიკოსმა ნიზამი ალიევმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქარველოს საელჩოს თანამშრომლებმა, დიასპორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა სტუმრებმა.