აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა შვიდი ადამიანი.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსისგან 395 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 8 212 პაციენტი მკურნალობს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 19 267 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 235 ადამიანი, ვირუსისგან 10 820 პაციენტი განიკურნა.