აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 364 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 8 031 ადამიანი მკურნალობს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 18 684 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 228 ადამიანი, ვირუსისგან 10 425 პაციენტი განიკურნა.