აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 12 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 12 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 095 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი, დაიღუპა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 55 269 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 43 543 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 730 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 966-ს შეადგენს.