აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 013 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 013 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 14-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 12 936-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 489 226 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 469 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 625 კი გარდაიცვალა.