აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციით ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 513 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
ვირუსის გავცრლებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ის 33 647 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 492 ადამიანი.