აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 შემთხვევა გამოვლინდა, სამი ადამიანი დაიღუპა
აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 380 „კოვიდინფიცირებული“ მკურნალობს.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 33 731 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 495 ადამიანი.