აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 148 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 91 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 35 707 შემთხვევა. აქედან, 33 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 522 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 904-ს შეადგენს.