აზერბაიჯანში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას ვლადიმერ პუტინი, ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი არ დაესწრებიან
აზერბაიჯანში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ დაესწრებიან. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
კონფერენციაში მონაწილეობა უკვე 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა დაადასტურა.
ევროპიდან ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაერო-ს კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ.
მომავალ კვირას მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რათა განიხილონ ცხრა წლის წინ პარიზში დასახული მიზანი, სადაც თითქმის 200 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ისინი „ისწრაფვიან“, შეზღუდონ გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 1.5 გრადუსამდე.
დებატების მთავარი საკითხი არის ის, ვინ იხდის ტრილიონობით დოლარს, რაც განვითარებად ქვეყნებს სჭირდებათ მზარდ ექსტრემალურ ამინდთან გასამკლავებლად და წიაღისეულ საწვავზე დაყრდნობის თავიდან ასარიდებლად, პირდაპირ სუფთა ენერგიაზე გადასვლით.
აზერბაიჯანში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენცია 11-22 ნოემბერს ჩატარდება.