აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩატარდება
აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩატარდება

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები 12-დან 17 მარტის ჩათვლით ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს. სწავლებაში 25 ათასამდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ჩართული იქნება 250 ერთეული ტანკი და ჯავშანტექნიკა და 1000-მდე სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი.

წვრთნების დროს სამხედროები იერიშის მოგერიების, მოწინააღმდეგისთვის ცეცხლის გახსნის, ასევე საპასუხო დარტყმების მიყენების უნარებს დაამუშავებენ.

სწავლება რთულ რელიეფურ პირობებში, მთიან მხარეში ჩატარდება.