აზერბაიჯანში დღეიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ამოქმედდა
აზერბაიჯანში დღეიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ამოქმედდა

აზერბაიჯანში დღეიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი წესების მიხედვით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროს დაწესებულებებში დასაქმებულია ადამიანების 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს.

ასევე ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან.

ასევე, 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, დღეიდან კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ.