აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 47 418 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის აზერბაიჯანში 6 151 აქტიური შემთხვევაა. გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 171 კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 648 ადამიანი დაიღუპა, 40 619 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 9 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.