აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 31 878 ადამიანს დაუდასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 448 ადამიანი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანის მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 714 ადამიანი განიკურნა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 25 882-ს აღწევს.