აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 273 შემთხვევა გამოვლინდა, 56 პირი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 273 შემთხვევა გამოვლინდა, 56 პირი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, 56 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, შესაბამის მონაცემებს მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსი სულ 5 935 ადამიანს დაუდასტურდა. განიკურნა 3 564 პირი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, 71-ს შეადგენს.

ამჟამად განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 2 300 პაციენტი განაგრძობს. მათგან 50 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.