აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 74 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 74 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობღით ავრცელებს.

დღეის მონაცემებით, აზერბაიჯანში 2 254 კოვიდინიფიცრებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 232 197 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4 160 ადამიანი.