აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 4 124 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ინფიცირებული
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 191 460 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით გარდაცვლილია 2 088 ადამიანი.