აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 236, ხოლო გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 231 509 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 914 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 167 კი გარდაიცვალა. ამ დროისთის ქვეყნის მაშტაბით 2 428 ინფიცირებული აგრძელებს მკურნლობას.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიაჯანში კორონავირუსზე 7 298 ტესტი ჩატარდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი – 2 470 90.