აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 144 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 144 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 40 453 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 594 ინფიცირებული.