აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 143 შემთხვევა გამოავლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 143 შემთხვევა გამოავლინეს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა ორი პაციენტი. ამჟამად კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 2 065 ადამიანი.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ს 536 ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირდა 36 578. ინფიცირებულთაგან 33 977 პაციენტი გამოჯანმრთელდა.