აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 803 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 803 ადამიანს დაუდასტურდა, 30 კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციისგან 2 900-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით საერთო ჯამსი 220 265 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 194 843 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 733 გარდაიცვალა.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 000-ს აჭარბებს.