აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.
შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოპერატიული შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 3 749 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 2 340 ადამიანი. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 44 პაციენტი.
ამჟამად მკაცრი რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 1 365 ინფიცირებული, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა.