აზერბაიჯანში კორონავირუსის 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა თორმეტი ინფიცირებული
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 778 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი თორმეტით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 18 455-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 483 902 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 458 922 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 525 კი გარდაიცვალა.