აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 453 ინფიცირებული.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 21 374 შემთხვევა.
აქედან, 12 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 265-ს შეადგენს.
ამჟამად აზერბაიჯანში საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 8 474 პაციენტი.