აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 493 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 26 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსულ ინფექციას რვა ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში დღემდე 334 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციისგან 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში „კოვიდ-19“” უკვე 17 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.