აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, 369 პირი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 13 207 შემთხვევა, გარდაიცვალა 161 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 7 168-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 5 878 ადამიანი მკურნალობს.