აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 347 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 28 980 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 391 პირი, ხოლო ვირუსისგან 20 974 ადამიანი განიკურნა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 7 615 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.